ხმის მიცემა პირადობის მოწმობების გარეშე ხორციელდება - "ევროპული საქართველო"

ხმის მიცემა პირადობის მოწმობების გარეშე ხორციელდება - "ევროპული საქართველო"

„უბნებზე გამოჩდნენ ცესკო-ს თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირ მითითებებს იძლევიან, რომ მოქალაქეები საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად პირადობის მოწმობების გარეშე შევიდნენ. ისინი პირდაპირ აძლევენ მითითებებს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებს რომ მათ  პირადობის მოწმობების შემოწმების გარეშე შემოუშვან ადამიანები და მისცენ მათ ხმა. ეს არის პირდაპირი დარღვევა კანონის. ჩვენს კომისიის წევრებს აქვთ უფლება შეამოწმონ პირადობის მოწმობები. ამით გვინდა რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ კარუსელები და ა.შ,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა