კანონმდებლობა არ კრძალავს ამომრჩევლის აქტივობის აღწერას - ცესკო

კანონმდებლობა არ კრძალავს ამომრჩევლის აქტივობის აღწერას - ცესკო

„საარჩევნო ადმინისტრაციაში შემოდის ინფორმაცია და კითხვები უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების აქტივობის აღრიცხვიანობასთანდაკავშირებით და ითხოვენ რეაგირებას. ამასთან, აღნიშნულ თემაზე გავრცელდა კადრები და ინფორმაცია, რომ თითქოს სამაგიდო სიების გამოყენება ხდება. პარტიებსა და დამკვირვებელ ორგანიზაციებს უფლება აქვთ მოითხოვონ და მიიღონ ამომრჩეველთა სიის სურათებიანი ვერსია. აღნიშნულ კადრებში ფიქსირდება არა სამაგიდო სია, არამედ სავარაუდოდ, უფლებამოსილ პირებზე, კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული სია. რაც შეეხება რეაგირებას, საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს უფლებამოსილებას კენჭისყრის შენობაში და კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს ამომრჩევლების პირადი მონაცემების დამუშავება. ამასთან, მოქმედი კანონმდებლობა არ კრძალავს ნებისმიერი პირის მიერ ამომრჩევლის აქტივობის აღწერას უბნის გარე ტერიტორიაზე, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა არ შეაფერხოს ამომრჩევლის ნების თავისუფლად განხორციელება," - განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ