გურჯაანში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

გურჯაანში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში გაჩენილმა ხანძარმა, მარტოხელა, 70 წლამდე ასაკის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.

შემთხვევის ადგილას მობილიზიბული იყო კახეთის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახური, სახანძრო და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ხანძრის შედეგად, საცხოვრებელი სახლი სრულად დაიწვა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.