როგორ ისჯებიან საცოლის მოტაცებისთვის კაცები შუა აზიის, კავკასიისა და აფრიკის ქვეყნებში

როგორ ისჯებიან საცოლის მოტაცებისთვის კაცები შუა აზიის, კავკასიისა და აფრიკის ქვეყნებში

„მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის ყაზახეთშიც, არსებობს სასიძოების მიერ საპატარძლოების მოტაცების ტრადიცია. საინტერესოა, როდის გადადის რომანტიკული ტრადიცია დანაშაულში და როგორი სასჯელი ელოდებათ ქალების მომტაცებლებს ცოლად შერთვის მიზნით სხვადსხვა სახელმწიფოებში“, - წერს ყაზახური ყოველკვირეული გაზეთი „კურსივი“ (სტატიის ავტორი - ასელ მუსაფიროვა).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით.

საპატარძლოთა მოტაცების ადათ-წესი ბევრ ქვეყანაში უძველესი დროიდან არსებობდა და დღემდე გავრცელებულია როგორც ცენტრალური აზიის ხალხებში (ყაზახებში, ყირგიზებში, უზბეკებში...), ასევე კავკასიაშიც (საქართველოში, ინგუშეთში, ჩეჩნეთში) და აფრიკის კონტინენტზე (ეთიოპიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, რუანდაში).

საცოლის მოტაცების ძველის-ძველმა მოტივმა, რომელიც სასიძოს ან საპატარძლოს მშობლების უარში გამოიხატებოდა, დღეს თავისი აქტუალობა თითქმის დაკარგა, თუმცა შემორჩენილია კიდევ ერთი მიზეზი - ფინანსური მოტივი და სასიძოებიც ამჟამად სწორედ ამით ხელმძღვანელობენ: მაგალითად, თუ სასიძოს არ აქვს შესაძლებლობა ხალხმრავალი და მდიდრული ქორწილი მოაწყოს, ან საპატარძლოს მშობლებს საცოლისათვის გამოსასყიდი გადაუხადოს, ასეთ შემთხვევაში ქალიშვილის მოტაცება მას საშუალებას აძლევს მცირე ყალიმით  ან მოკრძალებული ქორწილით შემოიგარგლოს.

გავრცელებულია აგრეთვე შემთხვევები, როცა საპატარძლოს მხარესაც არ აქვს შესაძლებლობა იმისთვის, რომ ქალს მზითვი გაატანოს და ამიტომ მშობლები ქალიშვილის გატაცებაზე, მისი თანხმობის შემთხვევაში, უარს არ ამბობენ.

ამით მთავრდება ნებაყოფლობით - „პოზიტიური“ ხასიათის გატაცებები და იწყება ნეგატიური სცენარი - საპატარძლოს მოტაცება მისი ნება-სურვილის წინააღმდეგ. გამტაცებელი შეიძლება იყოს როგორც გოგონას ერთ-ერთი მეგობარი ბიჭი, ასევე მისთვის სრულიად უცხო ადამიანი, რომელსაც სადღაც მხოლოდ ერთი-ორჯერ თუ შეხვედრია.  ამასთან, ყველა შემთხვევაში სასიძო-მომტაცებელი დაბეჯითებით ითხოვს საპატარძლოსთან ქორწინებას, მაშინ როცა საპატარძლო წინააღმდეგია. მოტაცების ასეთი სახე ბევრ ქვეყანაში დანასაულის ტოლფასია და ისჯება.

ისეთი ქორწინება, რომლის საფუძველი ქალის ნება-სურვილი არაა, იშვიატად თუ არის ბედნიერი. მოტაცებული ქალები ხშირად ვარდებიან დეპრესიაში და არცთუ იშვიატად თვითმკვლელობაზე მიდიან. ამრიგად, საპატარძლოთა მოტაცება სერიოზულ სოციალურ, ფსიქოლოგიურ და სამართლებრივ შედეგებს იწვევს.

გავეცნოთ, თუ როგორ ისჯებიან მსოფლიოს რიგ ქვეყნებში სასიძოები საპატარძლოთა მოტაცების გამო, როცა მოტაცება ქალების ნება-სურვილის წინააღმდეგ ხორციელდება.

ყირგიზეთი

ყირგიზეთში გოგონების მოტაცების ადათ-წესს „ალა-კაჩუ“-ს უწოდებენ. ქვეყანაში, სადაც, დიუკის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, 16%-დან 23%-მდე ქორწინებები სწორედ „ალა-კაჩუ“-ს შედეგად ხდება. ყირგიზეთის ერთ-ერთი არასამთავრობო უფლებადამცველი ორგანიზაციის მონაცემებით, სოფლებში გოგონების მოტაცების რაოდენობა 60%-ს აღწევს, თანაც მოტაცება მათი ნება-სურვილის წინააღმდეგ ხდება. იმავე „ენჯეო“-ში გამოთვალეს, რომ მქვეყანაში ყოველდრიურად თიტქმის 30-მდე გოგონას იტაცებენ, ხოლო მოტაცებების  წლიური რაოდენობა ათი ათასს აღწევს. ყირგიზეთის საოჯახო კოდექსის თანახმად, მინიმალური საქორწინო ასაკი 18 წელია.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სრულწლოვანი ქალიშვილის მოტაცება მისი ცოლად შერთვის მიზნით, მაგრამ მის ნება-სურვილის წინააღმდეგ, 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება, ხოლო არასრულწლოვანის მოტაცებისთვის სასჯელი მატულობს - პატიმრობა 7-დან 10 წლამდე. იმ „სასიძოებისათვის“, ვინც არასრულწლოვან გოგონებს ქორწინებაზე აიძულებს, დამატებითი ჯარიმაც არის გათვალისწინებული - 220 ათასი სომი, ანუ დაახლოებით სამი ათასამდე დოლარი. აქვე ვიტყვით, რომ ზემოთ აღნიშნული სასჯელები სრულწლოვან მამაკაცებს ეხება. როცა საპატარძლოს მომტაცებელი არასრულწლოვანი სასიძოა, ასეთ შემთხვევებში სასჯელი რბილდება.

ყაზახეთი

ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში საპატარძლოთა მოტაცების თაობაზე სასჯელისათვის ცალკე მუხლი არ არის, მაგრამ არსებობს დისპოზიცია - „ადამიანის გატაცება“, რომელიც ქალების მოტაცებაზეც ვრცელდება. ამ დანაშაულის ჩამდენი ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება და თუ საქმე ეხება არასრულწლოვანი გოგონას მოტაცებას, თანაც არაერთხელ განმეორებით მსგავს ქმედებას - ისჯება 12 წლამდე პატიმრობით, რიგ შემთხვევებში სასჯელს ქონების კონფისკაციაც ემატება.

მაგრამ ყახაზური კანონი შენიშვნასაც შეიცავს, რომლის არსი შემდეგშია: თუ სამართალდამრღვევი ნებაყოფლობით ათავისუფლებს მოტაცებულ ქალს და მის მიმართ [სექსუალური] ძალადობა არ აქვს ჩადენილი, ასეთ დროს მომტაცებელი სისხლის სამართლის საჯელისაგან თავისუფლდება. ყაზახეთში ქორწინების ასაკი 18 წელია.

უზბეკეთი

უზბეკეთში 2019 წლის პირველი სექტემბრიდან გოგონების საქორწინო ასაკი 18 წლამდე გაიზარდა. ადრე მათ გათხოვება 17 წლის ასაკშიც შეეძლოთ.

მოტაცებასტან დაკავშირებით უზბეკეთის სისხლის სამართლის კანონმდებლობით („ქალის იძულება ქორწინებაზე ან ხელის შეშლა“) გათვალისწინებულია ჯარიმა 25 მინიმალური ხელფასის ოდენობით - 5,6 მილიონი სუმი ანუ 3,5 ათასი დოლარი, ან 15-დღიანი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომა. უფრო მკაცრი სასჯელი, სხვადასხვა გარემოებების გათვალისწინებით, შეიძლება იყოს სამ წლამდე შრომა-გასწორებითი კოლონია ან პატიმრობა საპყრობილეს რეჟიმით.

საქართველო

2014 წლიდან ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში გაჩნდა მუხლი „ქორწინებაზე იძულება“. ეს დანაშაული ისჯება როგორც მინიმუმი - 8 ან 16-დღიანი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომით (200-400 საათის მოცულობით), მაგრამ შესაძლებელია სასჯელის სხვა სახის გამოყენებაც: 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა... თუ ასეთი ქმედება არასრულწლოვანისადმია მიმართული, მაშინ მომტაცებელი ოთხ წლამდე პატიმრობით ისჯება, პლუს გარკვეული უფლებების შეზღუდვით.

აზერბაიჯანი

აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კანონმდებლობაში 2000 წლის პირველ სექტემბრამდე არსებობდა მუხლი „ქალის მოტაცება ცოლად შერთვის მიზნით“, რაც ითვალისწინებდა თავისუფლების აღკვეთას სამი წლის ვადით და თუ მოტაცებული არასსრულწლოვანი იყო, დასჯადობა მკაცრდებოდა - ხუთ წლამდე პატიმრობით. მაგრამ 2000 წლიდან კოდექსი სეიცვალა და მუხლი „ქალის მოტაცება...“ „ადამიანის გატაცებით“ შეიცვალა (ჩამოთვლილია გატაცების სხვადასხვა მიზნები). პირი, რომელიც ადამიანს გაიტაცებს, შეიძლება 10 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს, არასრულწლოვნის გატაცების შემთხვევაში კი - 15 წლამდე.

თურქმენეთი

„ქალის მოტაცება მასთან საქორწინო ურთიერთობების დამყარების მიზნით“ - ეს თურქმენეთის სისხლის სამართლის ცალკე მუხლია. დამნაშავე ისჯება სამ წლამდე ვადით.

ჩეჩნეთი და ინგუშეთი

რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ზოგიერთი რესპუბლიკა ჯერ კიდევ რჩებიან ისეთ ტერიტორიებად, რომლებზეც პარალელურად მოქმედებს როგორც რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობა, ასევე მუსლიმანური წესებიც.

ჩეჩნეთი და ინგუშეთი რუსეთის სუბიექტებს წარმოადგენენ, რომლებზეც ვრცელდება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნები, რომელტა მიხედვით, საპატარძლოს მოტაცების დროს დამნასავე ისჯება „ადამიანის გატაცების“ მუხლით, რისთვისაც სასჯელი ითვალისწინებს ხუთ წლამდე იძულებით სამუსაოებს ან იგივე ვადით პატიმრობას. თუ დანასაული ჩადენილია არასრულწლოვანი გოგონას მიმართ, მაშინ პატიმრობისდ ვადა 5-დან 12 წლამდე იზრდება.

2010 წლიდან ჩეჩნეთის სასულიერო მმართველობამ (ისლამურმა რელიგიის სფეროში) მიიღო გადაწყვეტილება ჯარიმის დაწესების თაობაზე საპატარძლოს მოტაცების დროს. ჯარიმის მოცულობა - 1 მილიონი რუბლი. ინგუშეთში ასეთივე სახის ჯარიმა 200 ათას რუბლია და თუ საპატარძლოს მომტაცებელ სასიძოს თანამზრახველებიც ჰყავს, მაშინ თითოეული 100 ათას რუბლს გადაიხდის.

აფრიკის ქვეყნები

საპატარძლოს მოტაცების ტრადიცია აფრიკის ქვეყნებშიც არის გავრცელებული - რუანდაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ეთიპიაში, სამხრეთ სუდანში, სადაც ხშირად დაზარალებულები არასრულწლოვანი გოგონები ხდებიან. აღნიშნულ ქვეყნებში არსებობს 11-13 წლის გოგონების გათხოვების ასეთი ტრადიცია: მშობლები მოილაპარაკებე ჯერ ერთმანეთტან, შემდეგ სასიძოსთან და თავიანთ გოგონას სიმბოლური გამოსასყიდით გაათხოვებენ, ვთქვათ, სამი ძროხის ფასად. შემდეგ კი სასიძო, სურვილისამებრ, გოგონას იტაცებს.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში არსებობს ადგილობრივი ჩვეულება - „უკუთვალა“. სასიძო, რომელიც საპატარძლოს იტაცებს, იხდის ყალიმს, რომელსაც „ილობოლო“ ჰქვია. ჩვეულებრივად, „ილობოლო“ რამდენიმე ძროხას გულისხმობს. ასეთი პრაქტიკა გავცელებულია რესპუბლიკის ერთ-ერთ რეგიონში - აღმოსავლეთ კაპის პროვინციაში. თუ საქმე ძალადობას ეხება, გოგონას ან ქალს შეუძლია მომტაცებელს ბრალი წაუყენოს გატაცება-გაუპატიურებაში და ადამიანებით ვაჭრობაში. მინიმალური სასჯელის ვადა ასეთ შემთხვევაში - ხუთი წლით პატიმრობა, მაქსიმალური - სამუდამო პატიმრობა.

ეთიოპიაში საპატარძლოს მოტაცება მისი ნება-სურვილის წინააღმდეგ ისჯება ხუთიდან ათ წლამდე პატიმრობით. თუ მოტაცებას თან გაუპატიურებაც ახლავს, დამნაშავეს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 

წყარო:

https://kursiv.kz/news/tendencii-i-issledovaniya/2019-10/kak-nakazyvayut-za-pokhischenie-nevest-v-raznykh-stranakh