„თიბისის“ საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

„თიბისის“ საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და „თიბისი ბანკის“ საქმეზე გენერალური პროკურატურის მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნა საქმეს მტკიცებულებად არ დაურთო. 

რაც შეეხება პროკურატურის შუამდგომლობას, რომელიც ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატების თხოვნით მომზადებული დასკვნის დაუშვებლად ცნობას ეხებოდა, მოსამართლემ ის არ გაითვალისწინა. 

საქართველოს გენერალური პროკურატურა „თიბისი ბანკის საქმეზე“ გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს.