"მთავარი პასუხი ხელისუფლების თავგასულობაზე არის უბანზე მისვლა

"მთავარი პასუხი ხელისუფლების თავგასულობაზე არის უბანზე მისვლა

"ევროპული საქართველოსა" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები, ელენე ხოშტარია და ნინო გოგუაძე ამომრჩევლებს დარჩენილი საათების გამოყენებისკენ და საკუთარი არჩევანის დაფიქსირებისკენ მოუწოდებენ:        

"მთავარი პასუხი ხელისუფლების თავგასულობაზე არის უბანზე მისვლა და არჩევანის გაკეთება იმ ძალადობის, უტიფრობის, უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც გვთავაზობს ხელისუფლება. 

მინდა ყველა მოქალაქეს მივმართო, ვინც ჯერ არ მისულა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი პოზიციის დაფიქსირება, ძალიან მნიშვნელოვანია  რომ ყველა ის უკმაყოფილება და უტიფრობა, რასაც ვხედავთ, და როგორც იქცევა ხელისუფლება, თქვენ ხელშია შევცვალოთ. თქვენ ხელშია, რომ მიიღოთ გადაწყეტილება და არ მივცეთ საშუალება ბიძინა ივანიშვილს რომ მურუსიძეს დაარქვას კეთილი და კარგი ადამიანი და შალვა შავგულიძეს, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იბრძოდა სამართლიანობისთვის, მივცეთ ივანიშვილს უფლება, რომ მას დაარქვას რაღაც ცუდი"