გოგი წულაიამ თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა

გოგი წულაიამ თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა

"თავისუფალი საქართველოს" ზესტაფონის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ არჩევნების დასრულებამდე ორი საათით ადრე თავი ზესტაფონის მერად გამოაცხადა.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ზესტაფონელს. იმდენი სითბო, ღიმილი და ისეთი პატივისცემა მივიღე წინაასაარჩევნო პერიოდში, რას დაწერს ცესკო, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ამათ ჩატარებულ არჩევნებს არ ვენდობი და ზესტაფონელების გვერდით ვიქნები.  მე თავს ზესტაფონის მერად ვაცხადებ"