წნელისის კრიზისი საპარლამენტო კრიზისში გადაიზარდა - „ეხო კავკაზა“

წნელისის კრიზისი საპარლამენტო კრიზისში გადაიზარდა - „ეხო კავკაზა“

„ ე.წ.სამხრეთ ოსეთის პარლამენტში „წნელისის კრიზისზე“ იმსჯელეს. დეპუტატების ნაწილი გამოვიდა ინიციატივით - შეიქმნას საპარლამენტო კომისია ინციდენტის ყველა გარემოების შესწავლის მიზნით. პარლამენტში პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც მივიდა, რომელმაც პარტია „ნიხას“-ის ლიდერთან - დავით სანაკოევთან ფეისბუქში დაწყებული შეხლა-შემოხლა საკანომდებლო ორგანოშიც გააგრძელა“, - ნათქვამია  „ეხო კავკაზას“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში (ავტორი - ირინა ქელეხსაევა).
„საქმე იმაში გახლავთ, რომ ფეისბუქის პირად გვერდზე დავით სანაკოევმა დიდი პოსტი დაწერა და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება „უიმედო არაკომპენტენტურობაში“ დაადანასაულა, რომლის შედეგად რესპუბლიკამ სოფელ წნელისთან ახლოს „ტერიტორიის ნაწილი დაკარგა“.
„უკვე აღარ შეიძლება საკითხის ისე წარმოდგენა, რომ არაფერი არ ხდება. როგორც დავინახეთ, რესპუბლიკის ტერიტორია [ჩვენი ხელისუფლების მიერ] დაცულიც არ არის და არც კონტროლდება. ჩვენ ქართულ მხარეს ულტიმატუმი წავუყენეთ და განვაცხადეთ, რომ მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში უკანონო პოსტს ქართულ მხარეს ყველა შესაძლებელი მეთოდით  ავაღებინებდით. ერთი დღის შემდეგ კი პრეზიდენტი ღიად აცხადებს, არავიტარი სამხედრო დაპირისპირება, რომელიც ქართულ მხარეს სურს, არ მოხდებაო. რა ტქმა უნდა, არცერთ ჯანსარად მოაზროვნე ადამიანს ომი არ სურს, მაგრამ რატომ უნდა იყოს მიყენებული რესპუბლიკის რეპუტაციისათვის ზიანი? რატომ აცხადებ უაზრო ულტიმატუმს, როცა წინასწარ იცი, რომ მას არავინ არ შეასრულებს?“.
დავით სანაკოევმა საზოგადოებას მიმარტა, უმთავრესად კი სამხრეთ ოსეთის პარლამენტს და შესთავაზა, რომ „დეტალურად იქნეს შესწავლილი ის მიზეზები, რომელთა გამოც რესპუბლიკის ტერიტორიის ნაწილი დაიკარგა და დამნაშავეები დაისაჯონ. ჩვენ უნდა გავიგოთ, რატომ იქნა იგნორირებული წინა მოწვევის პარლამენტის სპეციალური კომისსის მიკერ მიომზადებული მოხსენება, რომელიც სოფელ უისტას (წნელისს) ეხებოდა. რას ელოდებოდა ხელისუფლება, რატომ არაფერი მოიმოქმედა, როცა მოხსენებაში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საფრთხე იყო წარმოჩენილი? დეტალურად უნდა იქნეს გამოკვლეული, თუ როგორ გახდა შესაძლებელი აგრესორი ქვეყნის მიერ ჩვენი ტერიტორიის მიტაცება, რაც რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა სახელმწიფო საზღვრის ახლოს“.
ფეისბუქის პოსტს ქსელში მწვავე დისკუსია მოჰყვა, რომელშიც პირადად პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც ჩაერთო. მან დავით სანაკოევს „უნებისყოფო ინტრიგანი“ უწოდა: „საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყავი, საქმე უნდა გეკეთებინა... ახლა ჩვენ თვითონ ვიცით, რა და როგორ გავაკეთოთ!!! როგორი უნებისყოფო ინტრიგანიც იყავი, ისეთივე დარჩი!“.
როცა ანატოლი ბიბილოვი პარლამენტის სპიკერი იყო, იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრს დავით სანაკოევს დეპუტატებმა უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადეს და თანამდებობიდან გადააყენეს. სხდომაზე მას და ბიბილოვს შორის ცხარე შეხლა-შემოხლა გაიმართა სამხრეთ ოსეთის ჯარების ფაქტიური გაუქმების გამო, რუსეთთან დადებული სამოკავშირეო და საინტეგრაციო შეთანხმების ძალით. სხვათა შორის, ფეისბუქის პოსტში დავით სანაკოევი იმ დროს არსებულ გარემოებებსაც იხსენებს: „მე ვიბრძოდი იმისთვის, რომ სამხრეთ ოსეთის არმია შენარჩუნებულიყო. სწორედ ეს გახდა პარტია „ერთიანი ოსეთის“ ლიდერის ანატოლი ბიბილოვის ჩემთან დაპირისპირების მიზეზი“.
პარლამენტის სხდომის შემდეგ „ნიხას“-ის ლიდერმა კვლავ ფეისბუქში აღნიშნა, რომ მას იმედები გაუცრუვდა - პრეზიდენტმა ვერაფერი ჭკვიანური ვერ თქვა და კონფრონტაციული ფონი ამჯობინა: „მეგონა, რომ ზნაურის რაიონის პრობლემებს განვიხილავდით, სოფელ წნელისთან შექმნილ მდგომარეობას... ანატოლი ბიბილოვმა კი მტელი დრო ჩემი პოსტის განხილვაში დახარჯა... ცუდია, რომ იგი პიროვნულ შეურაცხყოფაზე გადავიდა. ვფიქრობ, ასე არ უნდა მოქცეულიყო“.
პოლიტიკოსის თქმით, საზღვარზე არსებული სიტუაცია განხილული უნდა იქნეს კონსოლიდირებულად, ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად, რადგან ეს მთლიანობაში რესპუბლიკას ეხება: „კი, ლაპარაკი იყო საპარლამენტო კომისიის შექმნაზე, რუს კოლეგებთან თანამშრომლობაზე, მაგრამ საბოლოო ჯამში კონკრეტულ შედეგამდე ვერ მივედით“.
როგორც „ეხო კავკაზას“ კორესპონდენტს დეპუტატმა ჯამბულათ მედოევმა განუცხადა, იგი მხარს უჭერს წნელისის საკითხზე საპარლამენტო კომიიის შექმნას: „განვიხილეთ წნელისის საკითხი. მე ვთქვი, რომ კომისიის სექმან აუცილებელია. პრეზიდენტი და დეპუტატები დამეთანხმნენ. ამ საკითხს უახლოეს სესიაზე გავიტანთ“. -ნათქვამია სტატიაში. 
------------
წყარო: https://www.ekhokavkaza.com/a/30142998.html