არჩევნები დასრულებულია - ყველა უბანი დაიხურა

არჩევნები დასრულებულია - ყველა უბანი დაიხურა

არჩევნები დასრულებულია - ყველა უბანი დაიხურა. პარლამენტის და საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, ასევე, მერის რიგგარეშე არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე შეწყდა. ამ დროისთვის ყველა საარჩევნო უბანი დახურულია.

დღეს, თბილისში, #1 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართა.

დღესვე მარნეულის, ზესტაფონის, ჭიათურის, ზუგდიდისა და ხულოს მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საგარეჯოს, ახმეტის, ადიგენის, ზესტაფონის, ჭიათურის, ტყიბულის, წყალტუბოსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდა