ეს ქველმოქმედებაა და თან ისეთი, რომელიც ბიზნესის განვითარების წინაპირობაა - ზვიად ძიძიგური

ეს ქველმოქმედებაა და თან ისეთი, რომელიც ბიზნესის განვითარების წინაპირობაა - ზვიად ძიძიგური

გამოვიდნენ და ღვარძლიანი სიტყვები თქვეს, პროექტს მიტაცება უწოდეს. ეს ქველმოქმედებაა და თან ისეთი, რომელიც ბიზნესის განვითარების წინაპირობაა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, ზვიად ძიძიგურმა, ბიძინა ივანიშვილის მიერ წყალტუბოს აღორძინების პროექტის შეფასებისას ტელეკომპანია “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის ეს ქველმოქმედება სამუშაო ადგილების შექმნის კარგი საშუალებაა.

“ბიძინა ივანიშვილი ისევ აგრძელებს ჩვენს გაკვირვებას თავისი მასშტაბური ქველმოქმედებით, რომელსაც თითქოს მივეჩვიეთ კიდეც ათწლეულების განმავლობაში. შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ წყალტუბო, როგორც ბორჯომი, ქართული ღვინო და ჩაი, იყო ძალიან წარმატებული ბრენდი. აქ ათასობით ადამიანი ჩამოდიოდა და სამედიცინო ტურიზმის თვალსაზრისით სწორედ ამ ფუნქციას დაიბრუნებს კურორტი. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ აეროპორტი იქ არის, რკინიგზა არის, ეს არის ხალხის დაბრუნების, შემოსავლების ზრდის წინაპირობა. უცნაური ის არის, რომ ასეთი პერსპექტივის გამო სიხარული ვერ შევატყვე ოპონენტებს. გამოვიდნენ და ღვარძლიანი სიტყვები თქვეს, პროექტს მიტაცება უწოდეს. ეს ქველმოქმედებაა და თან ისეთი, რომელიც ბიზნესის განვითარების წინაპირობაა, სამუშაო ადგილების შექმნის წინაპირობა. მე მხოლოდ შემიძლია მივულოცო წყალტუბოელებს და მთელ საქართველოს ამ პროექტის წამოწყება“, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.