საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა, კონსორციუმმა წლის ბოლომდე მასზე დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს - ნათია თურნავა

საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა, კონსორციუმმა წლის ბოლომდე მასზე დაკისრებული მოვალეობები შეასრულოს - ნათია თურნავა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” დიდი შესაძლებლობა აქვს წლის ბოლომდე შეასრულოს მასზედ დაკისრებული მოვალეობები.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო მხარს უჭერს და კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს ამ პორტს.

“ალბათ ჩვენ უფრო მეტად ოპტიმისტურად ვაფასებთ შესაძლებლობებს ამ შემთხვევაში, ვიდრე კონსორციუმი, რაც ნამდვილად სამწუხაროა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ არის საკმაოდ დიდი შესაძლებლობა, წლის ბოლომდე დარჩენილ პერიოდში კარგად იმუშაოს კონსორციუმმა და შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობები. ჩვენ ძალიან პოზიტიურად ველოდებით, ყველანაირად ხელს ვუწყობთ. ჩვენი ყველა განცხადებით ყოველთვის ვადასტურებთ, რომ ეს არის ჩვენი სტრატეგიული პროექტი, სახელმწიფო მხარს უჭერს და კიდევ უფრო მეტად დაუჭერს მხარს ანაკლიის პორტს. ესეც არის დიდი სტიმული, რათა წლის ბოლომდე მოხერხდეს და ვალდებულებები შესრულდეს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
​ცნობისათვის, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დირექტორმა, ლევან ახვლედიანმა განაცხადა, რომ მათთვის წლის ბოლომდე მიცემულ ვადაში კონკრეტული შეთანხმების მიღწევა არარეალისტურია.