სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

სალომე ზურაბიშვილი ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას დაესწრება

კიევში დღეს უკრაინის არჩეული პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია გაიმართება.

უმაღლესი რადას დადგენილებით, ინაუგურაციის ცერემონია საკანონმდებლო ორგანოს სხდომათა დარბაზში დილის 10:00 საათზე დაიწყება.

უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრება. ინფორმაცია სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ პირადად დაადასტურა.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას ასევე დაესწრებიან ბალტიის ქვეყნებისა და უნგრეთის პრეზიდენტები. მათივე ცნობით, როგორც მოსალოდნელია, ინაუგურაციას დაესწრება ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარეკ შევჩივიჩი, ნატო-ს დელეგაციას კი გენერალური მდივნის თანაშემწე ალეხანდრო ალვარგონსალესი