ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი - სააკაშვილი ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე

ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი - სააკაშვილი ეკლესიაში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დღეს წმინდა სინოდის სხდომაზე განვითარებულ მოვლენებს სოცალურ ქსელში ეხმაურება:

"ეს არის ივანიშვილის ძალმომრეობის პოლიტიკის შედეგი. მან ფეხ ქვეშ გათელა რწმენაც, ღირებულებებიც, ეკლესიაც, სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუტებიც. ქვეყანაში დაამკვიდრა ქაოსი, არეულობა, შუღლი და დაპირისპირება და რუსული გავლენები.

ამიტომ სახელმწოფოებრივი ამოცანაა ოლიგარქის ჩამოცილება ხელისუფლებისაგან, რათა ქვეყანას მიეცეს ამოსუნთქვის და სწრაფი განვითარების საშუალება", -  წერს სააკაშვილი ფეისბუქგვერდზე.