ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღაზას სექტორზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

„ისრაელის სამხედრო თვითმფინავებმა იერიში მიიტანეს ტერორისტული სამიზნეების ფართო სპექტრზე, მათ შორის ჰამასის საზღვაო ძალებზე, საჰაერო ძალებზე, იარაღის წარმოების ადგილზე, იარაღის საწყობებზე და ა.შ.“- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მისივე განცხადებით, თავდასხმა განხორციელდა, წუხელ ღამით, ღაზას სექტორიდან ისრაელისკენ გასროლილი რაკეტების პასუხად.

ჰამასის მიერ მართული ღაზას ჯანმრთელობის სამინისტროში აცხადებენ, რომ თავდასხმის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა. ორი პალესტინელის მდგომარეობა მძიმეა.

ცნობისთვის, გუშინ ღამით პალესტინამ ისრაელის მიმართულებით 10 რაკეტის გაშვება მოახდინა.