რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიულ კავშირს წყვეტს

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიულ კავშირს წყვეტს

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია ელადის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვართან ევქარისტიულ კავშირს წყვეტს. ამის შესახებ მიტროპოლიტ ილარიონმა ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად ყოფნის დროს განაცხადა.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდის საგარეო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელმა საუბრის დროს აღნიშნა, რომ ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა საბერძნეთის ყველა ეპიკსოპოსს არ შეეხება.

როგორც მიტროპოლიტ ილარიონმა განაცხადა, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია კავშირს შეინარჩუნებს იმ სასულიერო პირებთან, რომლებიც უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიას არ აღიარებენ.

როგორც უკვე ცნობილია, 12 ოქტომბერს საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდმა უკრაინის ავტოკეფალია აღიარა. 2018 წლის დეკემბერში, კონსტანტინოპოლის ეკლესიის მიერ უკრაინისთვის ავტოკეფალიის ტომოსის ბოძების შემდეგ, საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია არის პირველი, რომელმაც ახალ ავტოკეფალიასთან ევქარისტიული კავშირი დაამყარა.