რომის პაპის თხოვნით, პატრიარქის მხარდამჭერ აქციაზე სამედიცინო ინსტიტუტის უცხოელი სტუდენტები მივიდნენ

რომის პაპის თხოვნით, პატრიარქის მხარდამჭერ აქციაზე სამედიცინო ინსტიტუტის უცხოელი სტუდენტები მივიდნენ

თბილისში, წმინდა სამების საკათედრო ტაძართან, სადაც პატრიარქის მხარდასაჭერად და საკვირაო წირვაზე დასასწრებად მართლმადიდებელი მრევლი  იკრიბება, სამედიცინო ინსტიტუტის სტუდენტები მივიდნენ. უცხოელი სტუდენტების თქმით, აქციაზე ისინი რომის პაპის თხოვნით გამოცხადდნენ.

სტუდენტები ილია მეორეს მხარდასაჭერად თეთრ ხალათებში გამოწყობილნი მივიდნენ .

შეგახსენებთ, ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა, პეტრე ცაავამ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საქართველოს პატრიარქის მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა.