სტიქია ევროპაში - შტორმ „ამელის“ მსხვერპლი მოჰყვა

სტიქია ევროპაში - შტორმ „ამელის“ მსხვერპლი მოჰყვა

ევროპაში სტიქია მძვინვარებს - შტორმი „ამელი“ საფრანგეთის ატლანტიკის ოკეანის სანაპიროებს, ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილსა და იტალიას უტევს. ესპანეთში სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ერთი ადამიანი. არიან დაშავებულებიც.

სტიქიის შედეგად საფრანგეთში 140 ათასზე მეტი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

ქარის სიჩქარემ საათში 100 კილომეტრს მიაღწია, მალიორკაზე შტორმმა პალმის ხე მოგლიჯა, რომელიც 37 წლის ქალს დაეცა, ის დაიღუპა. 

იტალიაში, სოფელ სესტა-გოდანოდან ძლიერი წვიმისა და მდინარის ადიდების საშიშროების გამო, მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. სახლებისა და გზების დიდი ნაწილი წყლით დაიფარა. 

სან-პიეტროში 60 ადამიანი გარესამყაროს მოწყვეტილი მას შემდეგ დარჩა, რაც მათთან დამაკავშირებელი ერთადერთი სამანქანო გზის ნაწილი ჩაინგრა. ასევე, დაზიანებულია წყლის მილი, რის გამოც მათ სუფთა წყლის პრობლემა აქვთ.