ჩვენ ვართ პოლიტიკაში უალტერნატივო ძალა - ღარიბაშვილი

ჩვენ ვართ პოლიტიკაში უალტერნატივო ძალა - ღარიბაშვილი

"ქართული ოცნება" არის უალტერნატივო ძალა. ჩვენ დავამტკიცეთ რომ ვართ აბსოლუტურად მგრძნობიარე პოლიტიკური ძალა, რომელიც რეაგირებს შეცდომებზე, რომელიც ხედავს შეცდომებს, რომელიც ასწორებს შეცდომებს და მიდის წინ. მთავარი გზავნილი არის ის, რომ ჩვენ გვსურს, ქვეყანა მშვიდობით და სტაბილურობით წავიყვანოთ წინ, გადავიყვანოთ განვითარების ახალ ეტაპზე და რაც მთავარია, ჩვენი ხალხის კეთილდღეობა გავხადოთ რეალურად ხელშესახები" - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა