„კვლავ შევქმნათ დიადი რუსეთი“ - პუტინი რუსეთში გადამჭრელი ზომების მიღებას გეგმავს

„კვლავ შევქმნათ დიადი რუსეთი“ - პუტინი რუსეთში გადამჭრელი ზომების მიღებას გეგმავს

„შესაძლოა, პუტინის პოპულარობა რუსეთის მოქალაქეებს შორის  უწინდებურად ძლიერი აღარაა, თუმცა ეკონომიკის შენელების მიუხედავად, ის ჯერ კიდევ სარგებლობს მოსახლეობის უსიტყვო მხარდაჭერით. მაშ რატომ უსწორდება რუსეთის უშიშროება განსხვავებული აზროვნების ყველაზე უწყინარ გამოვლინებებსაც კი? რატომ სდებენ ბრალს ნაკლებად ცნობილ ჟურნალისტ ქალს „ტერორიზმის წაქეზებაში’’, რომელმაც მოზარდის თვითმკვლელობაზე სტატია დაწერა? რატომ დააპატიმრეს და გააგზავნეს ციმბირში ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს შამანს უწოდებდა და „პუტინის კრემლიდან გასაძევებლად“ რუსეთში მიდიოდა?“ - აღნიშნავს საკუთარ სარედაქციო წერილში გაზეთი The New York Times-ი.

“როდესაც პუტინი წავა ხელისუფლებიდან 2024 წელს, თუ მას მერე, თუკი ის ხელისუფლებაში ყოფნის მეთოდს გამოძებნის, უთუოდ დაუდებს სათავეს  ძალაუფლებისთვის დაუნდობელ ბრძოლას, - ნათქვამია სტატიაში - მაგრამ ეს მხოლოდ რამოდენიმე წლის შემდეგ მოხდება. კრემლს შესაძლოა გაუჩნდეს თავსატეხი, უფრო მეტიც -  პრობლემები, რამდენადაც რუსეთის ეკონომიკა, ნავთობის ფასების კლების კვალდაკვალ, სულ უფრო მეტად მცირდება. ამისი მიზეზი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები და უზომოდ გაბერილი სამხედრო ხარჯებიცაა. ხელისუფლებაში მყოფნი მდიდრდებიან კრემლის ჩრდილქვეშ. ისინი კარგად აცნობიერებენ, რომ თუკი ლიდერის აურა  გაბნევას დაიწყებს, მათ ძალაუფლებას საფრთხე შეექმნება.“

‘’პუტინის პოპულარობა არც შემთხვევითია და არც მარადიული, - აღნიშნავს გამოცემა -საბჭოთა კავშირის ქაოტური დაშლის შემდეგ, როდესაც მილიონობით რუსმა დაკარგა სამსახური და სახსრები, მან აღადგინა სტაბილურობა და საკუთარი მნიშვნელოვნობის გრძნობა. მან ადამიანები დაიხსნა დამცირების გამანადგურებელი შეგრძნებისგან, რაც განპირობებული იყო დიადი სახელმწიფოსა და იმპერიული სტსტუსის დაკარგვით. პუტინმა ეს მოახერხა ეფექტური ოლიმპიადის ჩატარების, რელიგიური და ოჯახური ფასეულობების აქცენტირების მეოხებით. განსაკუთრებული მნიშვნელობა  ჰქონდა ყირიმის მიტაცებას, უკრაინის რუსულენოვან რეგიონებში ომის წამოწყებას და რუსეთის მოკავშირე სირიელი დიქტატორის, ბაშარ ასადის დაცვა-გადარჩენას. სახელისუფლო კონტროლს დაქვემდებარებული მედია რესურსების მანიპულაციის შედეგად პუტინი ასხივებს  კომპეტენტურობისა და დამაჯერებლობის იმედის მომცემ განცდას.“

„მაგრამ თამაში ლოზუნგით „ კვლავ შევქმნათ დიადი რუსეთი“ იმუშავებს მანადე, სანამ ადამიანებს აქვთ სტაბილურობის და უსაფრთხოების განცდა, რისკენაც ისინი მიისწრაფვოდნენ თავისი სასტიკი და ბობოქარი ისტორიის მანძილზე. ახლა უკვე დაიწყო დრტვინვა, რაც დაადასტურა რამოდენიმე მცირე მასშტაბის საპროტესტო ღონისძიებამ,რომელმაც ფართო გამოხმაურება ჰპოვა. პუტინმაც და მისმა თანაშენწეებმაც, რომლებიც უშიშროების სამსახურების ვეტერანები არიან, პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, მშვენივრად  უწყიან, რომ სახელმწიფო, რომელიც ძალადობრივ ცენტრალურ ხელისუფლებას ეფუძნება, მის გარეშე არსებობის შენარჩუნებას ვერ შესძლებს“, - წერს გაზეთის რედაქცია.

„ჟურნალისტ სვეტლანა პროკოპიევას „ტერორიზმის წახალისებისთვის“ შრომა-გასწორების ბანაკში შვიდწლიანი პატიმრობა ემუქრება იმისთვის, რომ იგი გასულ წელს ერთ-ერთი რადიოგამოსვლისას შეეხო არხანგელსკში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საიდუმლო პოლიციის შტაბ-ბინაში მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტს. პროკოპიევამ აღნიშნა, რომ მოზარდი მოქმედებდა მე-19-ე საუკუნის რუსი რევოლუციონერების მსგავსად, რომლებსაც გადაუკეტეს მშვიდობიანი პროტესტის ყოველგვარი შესაძლებლობა. ამავე საკითხებს ეხებოდა შამანი, რომელიც ციმბირში დააკავეს და საბოლოო ჯამში ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გამოკეტეს, როდესაც ამ უკანასკნელმა პუტინი „დემონად’’ გამოაცხადა და მისი განდევნის აუცილებლობაზე ალაპარაკდა,“ - ნათქვამია სტატიაში.

„რუსეთში, რომელიც საყოველთაო  ინტერნეტის ეპოქაში, არც საბჭოთა კავშირია და არც რუსეთის იმპერია, სულ უფრო ძნელდება ადამიანთა მუდმივი შიშის პირობებში ყოფნა, როდესაც ფაქტები მისი მაძიებლებისთვის  სულ უფრო და უფრო ხელმისაწვდომი ხდება. შეუძლებელია იმისი ცოდნა აპირებს თუ არა პუტინი ძალაუფლების მშვიდობიანად დათმობას 2024 წელს, მაგრამ თუკი ის საერთოდ დაინტერესებულია თავისი მემკვიდრეობით, მისი მხრიდან ბრძნული ნაბიჯი იქნებოდა საკუთარი ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ რაღაცის გაკეთებას მაინც ცდილობს მათი სავალალო ყოფის შესამსუბუქებლად. ამ თვალსაზრისით კი ნაბიჯს გადადგამდა და დაასრულებდა ძვირადღირებულ სამხედრო კამპანიებს აღმოსავლეთ უკრაინასა და სირიაში. მას შეუძლია ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაზე კონცენტრირება იმის ნაცვლად, რომ საკუთარ მოძალადე სამსახურებს საბრალო შამანებსა და მოაზროვნე რეპორტიორებზე ნადირობის უფლება მისცეს“, - ასკვნის გაზეთის რედაქცია.

 

The New York Times  29 ოქტომბერი

სარედაქციო წერილი

 

წყარო :  The New York Times-ი