პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი პრეზიდენტის შვილების სამივლინებო ან/და სხვა ხარჯების ასანაზღაურებლად არ დახარჯულა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვიზიტებში მისი შვილების მონაწილეობას სახელმწიფო ბიუჯეტი ანაზღაურებს.

„ინფორმაცია პრეზიდენტის საერთაშორისო ვიზიტებისა და მივლინებების შესახებ საჯაროა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის მიღება ნებისმიერ დროს შეუძლია“,- აღნიშნულია განცხადებაში.