მარნეულში საფლავები დაარბიეს

მარნეულში საფლავები დაარბიეს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფაში უცნობმა პირებმა საფლავები დაარბიეს. დამტვრეულია საფლავების ქვები. 

შემთხვევა სავარაუდოდ ღამის საათებში მოხდა. დილით საფლავების დარაჯს სასაფლაო დარბეული დახვდა.

ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო , რაც გულისხმობს ცხედრის ან საფლავის წაბილწვა, აგრეთვე საფლავის ძეგლის ან მისი სხვა მიწისზედა ნაგებობის დანგრევა ან დაზიანებას, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.