მთაწმინდის ოლქში “ქართული ოცნება" წაგებულია - გოგიჩაიშვილი

მთაწმინდის ოლქში “ქართული ოცნება" წაგებულია - გოგიჩაიშვილი

“ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდაზე წარმოუდგენლად ცუდი შედეგი დადო, მაშინ როცა შტაბს ქალაქის მერი ხელმძღვანელობდა და თბილისის მთელი პარტიული რესურსი მობილიზებული იყო. როცა საპარლამენტო ციკლის დასრულებამდე ერთი წელია დარჩენილი, შუალედურ არჩევნებს “მკვდარი სეზონი“ ქვია. როგორც წესი, ასეთ დროს ყოველთვის ხელისუფლება იგებს. თბილისში მორალური ზღვარი წაშლილია და ეს იგრძნობა. ადამიანები თბილისში “ქართული ოცნების“ გამარჯვებაში საკუთარ გამარჯვებას ვეღარ ხედავენ და “ქართული ოცნების“ წარმომადგენლის გამარჯვებით ვერ ზეიმობენ. ზუგდიდმა აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა ორი სიმახინჯიდან უფრო ნაკლები სიმახინჯე აირჩია. თბილისში მორალური კონსენსუსის კანდიდატი რომ ყოფილიყო, მთაწმინდის არჩევნებიც “ქართული ოცნებისათვის“ დამთავრებული იქნებოდა - მორალური ბლოკის კანდიდატი “ქართულ ოცნებას“ ყველგან მოუგებს არჩევნებს, განსაკუთრებით თბილისში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა