ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომების გაჭინაურებას ცდილობს -  გიორგი მუკბანიანი

ირაკლი ოქრუაშვილი სასამართლო სხდომების გაჭინაურებას ცდილობს - გიორგი მუკბანიანი

მიგვაჩნია, რომ ირაკლი ოქრუაშვილისგან სასამართლო სხდომების გაჭინაურების მცდელობას აქვს ადგილი,- ამის შესახებ პროკურორმა, გიორგი მუკბანიანმა განაცხადა.

“როგორც წინა შემთხვევაში მან უარი განაცხადა საკუთარ ადვოკატებზე, დღესაც თავადაც არ ცხადდება სასამართლო პროცესზე და იმ ადვოკატთან, რომელიც მას სახელმწიფომ დაუნიშნა სახელმწიფოს ხარჯზე კომუნიკაცია არ დაუმყარებია. მიგვაჩნია, რომ მისი მხრიდან ადგილი აქვს სასამართლო სხდომებისა და განხილვის გაჭინაურებას”, – აღნიშნა პროკურორმა.

სხდომაზე ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პენიტენციური დაწესებულებიდან გამოგზავნილი განცხადება წაიკითხეს, რომლის მიხედვითაც ყოფილი მინისტრი ეწინააღმდეგებოდა მისი დაცვა სახაზინო ადვოკატს განეხორციელებინა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში გადაიდო.

გამოძიება ოქრუაშვილს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჯგუფური დანაშაულის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას ედავება.