აშშ-მა სირიაში ორი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა  დაიწყო

აშშ-მა სირიაში ორი ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობა დაიწყო

აშშ-მა სირიაში ორი ახალი სამხედრო ბაზის აშენება დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია Anadolu-მ გაავრცელა.

სააგენტოს ინფორმაციით, ამერიკელებმა დეირ- ეზ-ზორის პროვინციაში 250-დან 300 სამხედრო, სამშენებლო ტექნიკა, მძიმე შეიარაღება და ჯავშანტექნიკა გადაისროლეს.

ვაშინგტონმა სირიიდან ოქტომბრის დასაწყისში ჯარი გაიყვანა და ერაყში გადაისროლა. ამერიკული ჯარის გაყვანას, სირიის ჩრდილოეთით ანკარას მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“ მოჰყვა.

თუმცა, 2 ნოემბერს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ სირიის ნავთობზე კონტროლს ინარჩუნებს. როგორც ამერიკელმა გენერალმა მარკ მილიმ განმარტა, სამხედროები დეირ-ეზ-ზორის პროვინციაში კომპანია Conoco-ს ნავთობველების პატრულირებას მოახდენს.