სიდედრი ოჯახის წევრი არ არის - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

სიდედრი ოჯახის წევრი არ არის - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი

სიდედრი ოჯახის წევრი არ არის, – ასე უპასუხა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ლაშა ქოჩიაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას კითხვას იმის შესახებ, რომ კანდიდატის ოჯახის წევრს, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოწირულობა აქვს გაკეთებული და ისიც ხომ არ იზიარებს აღნიშნულ პოზიციას.

მისი თქმით, იგივენაირად შეიძლება სხვა ნათესავსაც ჰქონდეს შეწირულობა გაკეთებული.

„სიდედრი ოჯახის წევრი არ არის. ფიქრია კამლაძეს აქვს გაკეთებული შემოწირულობა, როგორც შემდეგ გახდა ჩემთვის ცნობილი. იგივე წარმატებით, შეიძლება თქვენს ნათესავსაც ჰქონდეს შეწირულობა გაკეთებული და არ იცოდეთ. ეს არაფერზე არ მიუთითებს“, – განაცხადა ქოჩიაშვილმა.