მაია ცქიტიშვილი -  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ახალი ინვესტორი ჯერჯერობით არ წარუდგენია

მაია ცქიტიშვილი - „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ახალი ინვესტორი ჯერჯერობით არ წარუდგენია

ვიცე-პრემიერის,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ახალი ინვესტორი ჯერჯერობით არ წარუდგენია.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ კონსორციუმთან კომუნიკაცია გრძელდება, თუმცა იმ ფორმატის შეხვედრა, რომელიც უკვე გაიმართა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“, აღარ ჩატარებულა.

ცქიტიშვილმა ასევე კონსორციუმის გენერალური დირექტორის განცხადებასაც უპასუხა, რომელიც ლევან ახვლედიანმა პარლამენტში გააკეთა და რომელიც 150-მილიონიანი ფონდის შექმნას ეხებოდა, რომელიც 400-მილიონიანი სესხის გარანტიის უზრუნველსაყოფად არის საჭირო.

„ამ საკითხზე არაერთხელ გვქონდა საუბარი და არაერთხელ ავხსენით, რომ სახელმწიფო ვერ აიღებს საკუთარ თავზე კომერციული ინცესტორის კომერციული რისკების დაფარვას, დაზღვევის გარანტიის თუ რაიმე სხვა სახით", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.