“ყოჩაღ ქართველებო!“ - ქსენია სობჩაკი ქართველ დიზაინერებს სიყვარულში  გამოუტყდა

“ყოჩაღ ქართველებო!“ - ქსენია სობჩაკი ქართველ დიზაინერებს სიყვარულში გამოუტყდა

ცნობილი რუსი ტელეწამყვანი, კინომსახიობი და საზოგადო მოღვაწე ქსენია სობჩაკი ქართველ დიზაინერებს სიყვარულში გამოუტყდა.

ცოტა ხნის წინ ქსენია სობჩაკი ქართული ბრენდის, Dalood-ის მიერ შექმნილ ორიგინალურ შავთეთრ კაბაში გამოწყობილი წარსდგა საზოგადოების წინაშე. ამ სამოსელით იგი „გოგოლ-ცენტრის’’ ერთ-ერთ სპექტაკლს დაესწრო.

„აღმოვაჩინე საუცხოო ახალი მარკა Dalood-ი (და ეს სულაც არაა რეკლამა). ყოჩაღ ქართველებო, რადგანაც არ ისწრაფვით გვასალიას კოპირებისკენ! პირდაპირ აღფრთოვანებული ვარ!“, - წერს Instagram-ის საკუთარ მიკრობლოგში ქსენია  სობჩაკი.

„ ძალა, სიდიადე და სითამამე“ - ამ სიტყვებით აღწერს თავისი ბრენდის, Dalood-ის ფილოსოფიას  ხელოვნებისა და დიზაინის ბრიტანული კოლეჯის, Central Saint Martins-ის კურსდამთავრებული მაკა კვიციანი. მოსკოვში ეს მარკა 2014 წელს გამოჩნდა იგივე დასახელების მქონე რიტეილერის ბაზაზე, რომელიც ახალგაზრდა ქართველ დიზაინერებთან მუშაობს.

Dalood-ის ოსტატები კერვის შეუდარებელი ოსტატობითა და ხელით შესრულებული მოდელების სინატიფით გამოირჩევიან. Dalood-ი უწინარესად საფირმო ქარგვით გამოირჩევა.

ამჟამად ბრენდი წელიწადში რამოდენიმე კოლექციას ქმნის და წარმოდგენილია თბილისში, მოსკოვში, კიევსა და ნიუ-იორკში. ამ ბრენდის სამოსს ატარებენ იორდანიის დედოფალი რანია ალ-აბდულა და მოდელი კენდალ ჯენერი.

 

წყარო:  Sputnik-ი