საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა
 საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა

საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა

ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ:        

„ქართველი ხალხის სახელით უკრაინის ახალ პრეზიდენტს დღეს გულწრფელი მილოცვები გადავეცი. საქართველოსა და უკრაინას, ორივეს უწევთ ოკუპირებული ტერიტორიების ტრაგედიის დაძლევა, ამავე დროს, ისინი საერთო ევროპულ ბედს იზიარებენ".     

შეგახსენებთ, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას საქართველოს პრეზიდენტის გარდა, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტები ესწრებოდნენ