სუს-მა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოების განახლების გამო ცხელი ხაზი აამოქმედა

სუს-მა ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოების განახლების გამო ცხელი ხაზი აამოქმედა

საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საინჟინრო სამუშაოები განაახლების გამო, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ცხელი ხაზი აამოქმედა. ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

მანამდე მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ოკუპანტები აქტიურად მუშაობენ და, სავარაუდოდ, ორჭოსანიდან ხურვალეთის გავლით გდულეთი-ბერშუეთის მიმართულებით აწარმოებენ საინჟინრო სამუშაოებს. 

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები გააქტიურდებიან საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მონაკვეთებზე, ხელისუფლება კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ რუსებმა შეუფერხებლად იმუშაონ და ჩვენი მიწა-წყლის არაერთი კილომეტრი შეღობონ“, - წერს ქაცარავა სოციალურ ქსელში.