ბრიტანეთის პრემიერმა ჯერემი კორბინი სტალინს შეადარა

ბრიტანეთის პრემიერმა ჯერემი კორბინი სტალინს შეადარა

ბორის ჯონსონი,   რომელიც ბრიტანეთის პრემიერობას კონსერვატიული პარტიის ლიდერობას უთავსებს, კრიტიკის  ქარცეცხლში გაატარა თავისი  ოპონენტი ჯერემი კორბინი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ლეიბორისტულ პარტიას ხელმძღვანელობს.

ჯონსონის მტკიცებით, ‘’კორბინი საკუთარ თავში ახდენს ლეიბორისტული პარტიის მთელი ტრაგედიის აკუმულირებას, რამდენადაც სიძულვილს  გამოხატავს ადამიანთა მისწრაფებაზე, რაც მოგების მიღებას უკავშირდება.“

The Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ წერილში ჯონსონი ოპონენტს იოსებ სტალინს ადარებს. ბრიტანეთის ამჟამინდელი პრემიერის განცხადებით, ლეიბორისტები უწინდებურად აპირებენ გადასახადების თავშეუკავებელი ზრდის იდეის ლობირებას: „მათ სურთ საზოგადოებას დაანახონ,რომ მათი სიძულვილი მიმართულია გარკვეული კონკრეტული მილიარდერების მიმართ, თავად კი იმგვარი თითისმიშვერითა და შურისგებით მიანიშნებენ ადამიანებზე, რასაც ადგილი აღარ ქონია სტალინის მიერ „კულაკთა’’ დევნის მომენტიდან.

ბრიტანეთში ჯონსონის სტატია წინასაარჩევნო აქციად მიიჩნიეს. არჩევნები 12 დეკემბერს გაიმართება.

იმ შემთხვევაში თუ კონსერვატორები არჩევნებში ხმათა უმრავლესობას მოიპოვებენ, ჯონსონი კვლავ დაიკავებს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის პოსტს.

 

წყარო: სამხედრო მიმომხილვა