როგორ თაღლითობს  გერმანიის  „დიდი კოალიცია“ პუტინის გაზსადენის გამო

როგორ თაღლითობს გერმანიის „დიდი კოალიცია“ პუტინის გაზსადენის გამო

„რას არ აკეთებს გერმანიის ხელისუფლება პუტინის პრესტიჟული პროექტის, „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის რეალიზებისთვის, რუსეთის ბუნებრივი აირის გიგანტის-„გაზპრომის“ სურვილების  შესაბამისად,“ -წერს გერმანული ტაბლოიდი Bild-ი.

გამოცემის ინფორმაციით კოალიციურმა მთავრობამ შეიმუშავა  კანონის შესწორება, რომელსაც „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შემთხვევაში შეუძლია ძალა დაუკარგოს  ევროკავშირის დებულებას, რომელიც მესამე ქვეყნების გაზსადენებს ეხება.

„ევროკავშირის დირექტივა გულისხმობს  ფუნქციების სრულ გამიჯვნას გაზსადენის ოპერატორსა და მომწოდებელს შორის. ამდენად, „გაზპრომს’’ უფლება არ აქვს იყოს გაზსადენის მფლობელი, მაგრამ შეეძლება საკუთარი აირის ამ მილსადენებით მიწოდება. ეს დებულება  არსებითად შეუძლებელს ხდის რუსული პირობებით  „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ექსპლოატაციას“, - განმარტავს ჟურნალისტი იულიან რიოპკე.

„ევროკავშირის დირექტივის თანახმად, გამონაკლისს მხოლოდ ის მილსადენები წარმოადგენენ, რომელთა მშენებლობაც 2019 წლის 23 მაისამდე დასრულდა“. „ჩრდილოეთის ნაკადი-2“, სავარაუდოდ, მზად იქნება 2020 წლის დამდეგს და ამდენად სრულად ექცევა ოპერატორისა და მესაკუთრის ფუნქციური გამიჯვნის მოთხოვნების ქვეშ“.

„რუსებს დახმარების მიღება შეუძლიათ ბერლინისგან მიიღონ, რამდენადაც „დიდ კოალიციას“ სურს ვადებთან დაკავშირებული ფორმულირების შემსუბუქება, რაც ხსენებულ გამონაკლისს ითვალისწინებს. Bild-ის განკარგულებაშია, როგორც გერმანიის მთავრობის კანონპროექტი, რომელიც გერმანიაში  ევროკავშირის დირექტივის რეალიზაციას შეეხება, ასევე კოალიციის საპარლამენტო ფრაქციების შესწორებული რედაქცია, რომელიც 5 ნოემბერს  გაფორმდა. ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთისგან განსხვავდება ერთ გადამწყვეტ პუნქტში, რომელიც ევროკავშირის სათანადო დებულების ვადებს შეეხება. მაშინ, როდესაც სექტემბრის კანონპროექტი ითვალისწინებს გამონაკლისს 2019 წლის 23 მაისამდე, „დიდი კოალიციის“ მიერ მომზადებულ ნოემბრის შესწორებაში ეს პუნქტი უკვე აღარ გვხვდება. “ამის მაგიერ კი ვადა  მითითებულია შესავალი ნაწილის აბზაცში და არა პირობების პუნქტებში, რასაც ითვალისწინებს ამა თუ იმ შემთხვევის განხილვის განსაკუთრებული წესი“, - წერს გამოცემა.

‘’გერმანიის ხელისუფალთა აზრით „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება არა იმას, ექცევა თუ არა პროექტი არსებული მილსადენებისთვის დაწესებული განსაკუთრებული პირობების ქვეშ, არამედ უკანასკნელ წლებში განხორციელებულ ინვესტიციებს, მათ შორის იმ 2 მილიარდ ევროს, რაც გერმანულმა კომპანიებმა დახარჯეს“. „ეს  კი  ევროკავშირის დირექტივის აშკარა დარღვევას მოასწავებს“, - ხაზს უსვამს გამოცემა.

„სამთავრობო პარტიებმა მათ მიერ შესწორებული კანონპროექტი  ბუნდესტაგში გადაწყვეტილების მიღებამდე 48 საათით  ადრე წარმოადგინეს, რითაც ოპოზიციას ხელ-ფეხი შეუკრეს“.

„კანონპროექტისა და შესწორებების განხილვა ოთხშაბათსაა დაგეგმილი, ხოლო მომავალ კვირას იგი ბუნდესტაგმა უნდა მიიღოს“, - იუწყება Bild-ი.

6 ნოემბერი

იულიან რიოპკე

წყარო: Bild-ი