სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა სტატისტიკა გამოქვეყნდა

სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთა სტატისტიკა გამოქვეყნდა

ბოლო ოთხი წლის მონაცემებით, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი და დაზარალებული პირები, ძირითადად, საქართველოს და უზბეკეთის მოქალაქეები არიან. სტატისტიკა მიგრაციის სამთავრობო კომისიამ 2019 წლის მიგრაციის პროფილში გამოაქვეყნა.

მიგრაციის სამთავრობო კომისის ინფორმაციით, ტრეფიკინგის დანაშაულის ყველაზე გავრცელებული ფორმა სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით განხორციელებული ტრეფიკინგია. 2015-2018 წლებში ჯამში იდენტიფიცირებულ იქნა ტრეფიკინგის 37 მსხვერპლი/დაზარალებული.

2015-2018 წლებში მინიჭებული ტრეფიკინგის მსხვერპლის და დაზარალებულის სტატუსების რაოდენობა მოქალაქეობის მიხედვით:

დაზარალებული: საქართველო 12; უზბეკეთი 11; უკრაინა 2;

მსხვერპლი: საქართველო 10; უზბეკეთი 5; 

2015-2018 წლებში მინიჭებული ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა სტატუსების რაოდენობა ტრეფიკინგის დანაშაულის ტიპის მიხედვით:

დაზარალებული: შრომითი 5; სექსუალური 17; ყიდვა-გაყიდვა 3;

მსხვერპლი: შრომითი 8; სექსუალური 7;

ტრეფიკინგის ზემოხსენებული შემთხვევები, ძირითადად, განხორციელდა საქართველოში, თუმცა შრომითი ტრეფიკინგის რამდენიმე შემთხვევა თურქეთსა და ერაყშიც ფიქსირდება.

საერთაშორისო ორგანიზაციამ „Walk Free Foundation“, რომელიც ყოველწლიურად მონობის გლობალურ ინდექსს (Global Slavery Index) ზომავს, 2019 წლის ანგარიშში - „გაზომვა, ქმედება, თავისუფლება“ (Measurement, Action, Freedom)41 - საქართველოს 183 ქვეყანას შორის მე-18 ადგილი მიაკუთვნა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო, როგორც დაბალი მშპ-ს მქონე ქვეყანა, გამოირჩევა ტრეფიკინგის წინააღმდეგ გატარებული ეფექტიანი ქმედებებით და რეგიონში პირველ ადგილს იკავებს.