სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ესაა ფუჭი ოცნება- უსუფაშვილი

სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ესაა ფუჭი ოცნება- უსუფაშვილი

„მე ვიცი „შენების მოძრაობის“ გეგმები. ჩვენ ვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის და ზუსტად ვიცით, რომ სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ფიქრი ესაა ფუჭი ოცნება. ჩვენ კი „ოცნება“ გვყავს დასამარცხებელი. ბოლო აქცია, რომელშიც სააკაშვილთან ერთად მივიღე მონაწილეობა, ეს იყო 2003 წლის ნოემბერი, „ვარდების რევოლუცია“ რომ ერქვა. მას შემდეგ 15 წელია მასთან ერთად არანაირ აქციაში მონაწილეობა არ მიმიღია და არც ვგეგმავ" - აცხადებს დავით უსუფაშვილი