მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა პეტრე ცაავას ზნედაცემულ და ამორალურ ქმედებას მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც მიუღებელია - დავით ისაკაძე

მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა პეტრე ცაავას ზნედაცემულ და ამორალურ ქმედებას მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც მიუღებელია - დავით ისაკაძე

ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლ ბერბიჭაშვილმა პეტრე ცაავას ზნედაცემულ და ამორალურ ქმედებას მხარდაჭერა გამოუცხადა, რაც მიუღებელია, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ისაკაძემ განაცხადა.

“ამ უღირს ქმედებას გარკვეულწილად ღიად მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა ეპისკოპოსმა ეს არის ფოთელი მიტროპოლიტი გრიგოლი, როდესაც მან კამერების წინ განაცხადა, რომ ეს საკითხი, რომელიც პეტრე ცაავამ დააყენა უნდა იყოს განხილული და გადაწყვეტილება ნაჩქარევად არ უნდა ყოფილიყო გამოტანილი. ეს არის გნებავთ ირიბი ან პირდაპირი ჩარევა და მხარდაჭერა პეტრე ცაავას ყოვლად მიუღებელ, ზნედაცემულ ამორალურ ქმედებაში. მე თავს მივცემ უფლებას და მას მივცემ შენიშვნას და მკაცრად გავაფრთხილებ კამერებთან ამ საკითხზე, მით უმეტეს ეს ეხება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, არ უნდა მიეცა თავისი თავისთვის, რომ საეკლესიო სასამართლოს შესახებ ან განხილვის სინოდალური განხილვისაკენ მოეწოდებინა ეპისკოპოსებისათვის. რადგან ეს არის ფაქტიურად ქმედება იმისკენ მიმართული, რომ შესაძლებელი გახდეს ადამიანის ზნეობის შესახებ მსჯელობა”, – აღნიშნა დეკანოზმა.