სიცილიაში მონაზვნები მისიონერული მოგზაურობიდან ფეხმძიმედ დაბრუნდნენ

სიცილიაში მონაზვნები მისიონერული მოგზაურობიდან ფეხმძიმედ დაბრუნდნენ

კათოლიკური ეკლესიის ორი წარმომადგენელი აფრიკაში მისიონერული მიზნით იმყოფებოდა, რომლებიც თავიანთ ორდენს ორსულები დაუბრუნდნენ. 

ერთ-ერთმა მონაზონმა, რომელიც 34 წლისაა, თავისი ფეხმძიმობის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც მუცლის ტკივილის გამო საავადმყოფოს მიმართა. თავად ორდენიდან ოფიციალური განცხადება არ გაკეთებულა.

მეორე მონაზონი, რომლის ასაკიც უცნობია, ის სიციალიაში, რაგუსას  მუნიციპალიტეტში  მოხუცებზე ზრუნავდა. ორსულობის გაგების შემდეგ მან ორდენი დატოვა და მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა.

ბრიტანული The Sun ერთ-ერთ საეკლესიო წყაროს ციტირებს: "ორივე მონაზონმა სიწმინდის წესი დაარღვია, მაგრამ ახლა მათი შვილების კეთილდღეობა უმთავრესი პრიორიტეტია".