კასპის მუნიციპალიტეტში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება

კასპის მუნიციპალიტეტში ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება

კასპის მუნიციპალიტეტის (შიდა ქართლის მხარე) სოფელ ნიგოზასთან ქარის ახალი ელექტროსადგური აშენდება, რომელიც ქვეყნის ელექტროსისტემისათვის დამატებით 200 მილიონ კილოვატსაათ ენერგიას გამოიმუშავებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2010 წელს ქვეყანაში ქარის კიდევ ხუთი ელექტროსადგური ამუშავდება, რომელთა საერთო სიმძლავრე 270 მეგავატი იქნება.

უკვე 2020 წლის ბოლოსათვის საქართველო ქარის ელექტროსადგურებიდან 332 მეგავატ ენერგიას მიიღებს, 2025 წლისათვის - 665 მეგავატს, 2030 წლისათვის კი - 1,3 ათას მეგავატზე მეტ ელექტრონერგიას.

წყარო: https://www.newsgeorgia.ge/v-kaspi-postroyat-novuyu-vetryanuyu-elektrostantsiyu/