მამა გიორგი სხილაძის მიმართ მუქარაზე გამოძიება დაიწყო

მამა გიორგი სხილაძის მიმართ მუქარაზე გამოძიება დაიწყო

მამა გიორგი სხილაძის მიმართ მუქარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

6 ნოემბერს, მამა გიორგი სხილაძემ თქვა, რომ ემუქრებიან და პროკურატურას საჯაროდ მიმართა. 

5 ნოემბერს საფრანგეთში მოღვაწე მღვდელმა, მამა გიორგი სხილაძემ, მეუფე ზოსიმე 1988 წელს, სასულიერო სემინარიის სტუდენტის მიმართ სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. იმ დროს ზოსიმე სემინარიის დირექტორი იყო. მეუფე ზოსიმემ მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა.