დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი გარდაიცვალა

საფრანგეთში, ცნობილი დიზაინერი პატრიკ-ლუი ვიტონი, 68 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ Tellerreport-ი წერს. Louis Vuitton-ის მოდის სახლის პრესსამსახურის განცხადებაზე დაყრდნობით. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

იგი სავაჭრო სახლის Louis Vuitton დამაარსებლის შვილიშვილი იყო და კომპანიაში მუშაობა 1973 წელს დაიწყო, რითაც  ოჯახური ტრადიცია გააგრძელა. 

ბრენდის ისტორია კი 1854 წლიდან იწყება. ის ლუი ვიტონმა დააარსა და მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული მოდის სახლია.