დღეს სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა იწყება

დღეს სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის განხილვა იწყება

"თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეიდან დაიწყება. სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული.

საქართველოს გენერალური პროკურატურა "თიბისი ბანკის საქმეზე" გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.