სირიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

სირიაში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა

სირიაში, ქალაქ ბანიასში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. Reuters-ის  ცნობით, ინციდენტი ქარხანაში ტექნიკური სამუშაოების შემდეგ მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით ნავთობის ერთ-ერთი რეზერვუარი აფეთქდა,  რომელიც ხმელთაშუა ზღვის სანაპიროსთან მდებარეობს. ეს სირიაში ნავთობის გადამამუშავებელი ყველაზე მსხვილი ობიექტია.  

ინფორმაცია ერთი დაღუპულისა და რამდენიმე დაშავებულის შესახებ ვრცელდება. ამ დროისთვის აფეთქების მიზეზების დადგენა მიმდინარეობს.