მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ეშინია

მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ეშინია

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა იწყება. სასამართლო სხდომის დაწყებამდე, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ხელისუფლებას გრძელვადიან პოლიტიკურ შვებულებაში გაუშვებს.

„ბიძინა ივანიშვილს და ოცნებას ძალიან ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, პირადად ჩვენი და იმ ამომრჩევლის, რომელსაც ყელში ამოუვიდა საქართველოში შექმნილი ვითარება. მე მინდა მას ვუთხრა, ვერ შეგვაშინებ, ვერ გაგვაჩერებ და ვერ შეაჩერებ იმ ნებას, რომელიც საქართველოს უკეთესობისკენ შეცვლის. ეს ქვეყანა არ არის თქვენი მმართველობის ღირსი. მინდა მივმართო, „ოცნების“ ე.წ. უცხოეთში განათლებამიღებულ ან აქ დიპლომაღებულ ახალგაზრდებს: გრცხვენოდეთ, ასეთ რეჟიმს რომ ემსახურებით. გრცხვენოდეთ იმ რეფორმების, რომლებიაც ვერ ჩაატარეთ. თქვენ არ გაგაჩნიათ მიზანი, გეგმა, თავმოყვარეობაც კი, რადგან ასეთ უსამართლობას ეგუებით. გომურის არგამოცხადება დაზარალებულად ეს არის თქვენი ადამიანობის საბოლოო წერტილი“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.  

საქართველოს გენერალური პროკურატურა "თიბისი ბანკის საქმეზე" გამოძიებას უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე აწარმოებს. საუბარია 17 მილიონამდე დოლარის ტრანზაქციაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.