ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე გათავისუფლებულია

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით გატაცებული საქართველოს მოქალაქე, ზაქარია ბუთხუზი  გათავისუფლებულია.

28 წლის ზაქარია ბუთხუზი ოკუპანტებმა 6 ნოემბერს დააკავეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულიი იყო ცხელი ხაზი, ასევე, ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.