ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

ამერიკელი კონგრესმენები საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ

საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარე რესპუბლიკელი კონგრესმენი ადამ კიზინგერი და კონგრესმენი ალექს მუნი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.

კონგრესმენებმა ოძისში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებისგან ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებაზე, ჩაკეტილ გამშვებ პუნქტებზე და იმ პრობლემებზე, რაც ადგილობრივ მოსახლეობას ოკუპაციის შედეგად ექმნება. 

ასევე ოკუპირებულ ახმაჯში მდებარე რუსული სამხედრო ბაზის ნახვის საშუალებაც ჰქონდათ. ოძისამდე კონგრესმენები წეროვანში დევნილთა ჩასახლებაში იყვნენ.