თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე ამ საღამოს რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, კონკრეტულად, ამ საღამოს, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება – მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან – გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან – პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე – „კინო საქართველოდან“ – მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან – „ისნის“ მეტროსადგურამდე.

სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს და მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.