მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საქმის არსებითი განხილვა გადაიდო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის განცხადებით, ამის მიზეზი განრიგი გახდა. რადგან გასულ სხდომას სხვა მოსამართლე უძღვებოდა. სამუშაო გრაფიკი მასთან შემდეგი სასამართლო სხდომა 2 დეკემბერს, 12:00 საათზე ჩაინიშნა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მხარეებს შესავალი სიტყვები უნდა წარმოეთქვათ.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000-700 000- ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).