რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი მიიტანა

„თუ უდიპლომო არ მიდის ხინკალთან, ხინკალი თავად მიდის დიპლომიანებთან", - ასეთი წარწერით მიიტანა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ პარლამენტში ხინკალი.

დეპუტატის განცხადებით, მან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენერალური პროკურორის შალვა თადუმაძის კურსელები ვერ იპოვა. 

„დღეს დამთავრდა მოსამართლეთა მოსმენა. გამოვაცხადე, რომ ვინც კი წარმოადგენდა ცნობას, რომ ის ბატონ თადუმაძესთან ერთად სწავლობდა, ვეპატიჟებოდი სახინკლეში. 2 თვის განმავლობაში არც ერთი ნამდვილი სტუდენტი არ გამომეხმაურა, თუმცა, მოტყუების მცდელობები იყო. რამდენიმემ იმდენად პროფესიონალურად მოიტყუა, გადავწყვიტე დამეპატიჟა ეს ხალხი ხინკალზე“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რონ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის კურსელები სახინკლეში 9 ოქტომბერს დაპატიჟა.