მარია ზახაროვა - მაკრონის სიტყვები „ნატო-ს ტვინის სიკვდილის“ შესახებ, ზუსტად ასახავს ალიანსის მდგომარეობას

მარია ზახაროვა - მაკრონის სიტყვები „ნატო-ს ტვინის სიკვდილის“ შესახებ, ზუსტად ასახავს ალიანსის მდგომარეობას

რუსეთი მიესალმება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებებს „ნატოს ტვინის სიკვდილის“ თაობაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას თქმით, მაკრონმა „ოქროს სიტყვები“ წარმოთქვა.

„ეს ოქროს სიტყვებია. ზუსტად ასახავს ნატო-ს ამჟამინდელ მდგომარეობას. თუმცა, აქ არის ერთი „მაგრამ“. კონკრეტულად როგორ აპირებს ევროპა საკუთარი ბედის კონტროლს? მეოცე საუკუნეში ორი მსოფლიო ომი იყო, მე-19 საუკენში კი გაუთავებელი ომები და „იდეოლოგიის ექსპორტი“ მიმდინარეობდა ხმლებითა და შუბებით. პროცესებმა მსოფლიო მეორე მსოფლიო ომამდე მიიყვანა, რაც შემდგომ ევროპის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტეგრაციაში გადაიზარდა. ეს ევროპას დაეხმარა შიდა კონფლიქტების მოგვარებაში, თუმცა ამ ყველაფერმა იდენტობის კრიზისამდე მიგვიყვანა“,-წერს ზახაროვა.

შეგახსენებთ, The Economist-თან ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპა უფსკრულის პირასაა და ყურადღება კონტინენტის თავდაცვის პოტენციალის გაზრდაზე გაამახვილა . ამასთან, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ „ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ნატო-ს ტვინის სიკვდილი“.