კინოთეატრ "ამირანთან" ავტობუსებით პოლიციის დამატებითი ძალები მიიყვანეს

კინოთეატრ "ამირანთან" ავტობუსებით პოლიციის დამატებითი ძალები მიიყვანეს

კინოთეატრ "ამირანის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველთა დამატებითი ძალები, ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს. მელიქიშვილის გამზირზე 6 ავტობუსი დგას, რომელშიც პოლიციელები იმყოფებიან. ასევე სამართალდამცავები არიან მობილიზებული "ამირანის" შესასვლელთან.

ფილმ And Then We Danced-ის საპრემიერო ჩვენებასთან დაკავშირებით „ქართულმა მარშმა“, „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა“ და ლევან ვასაძემ საპროტესტო აქცია დაგეგმეს. დილიდან აქციის ორგანიზატორების მხრიდან კეთდება განცხადებები, რომ ისინი კინოჩვენების ჩაშლას შეეცდებიან.

წყარო: report.ge