ნინო ლომჯარია  - შსს-ს ქმედებებზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში სიძულვილისა და აგრესიისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბება

ნინო ლომჯარია  - შსს-ს ქმედებებზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში სიძულვილისა და აგრესიისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბება

შსს-ს ქმედებებზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში ტოლერანტული და სიძულვილისა და აგრესიისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბება, - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერასთან დაკავშირებულ მოვლენებს ფეისბუქზე.

"კიდევ ერთხელ მოვუწოდებ შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება და სამართალდარღვევების შემთხვევაში ადეკვატური რეაგირება. დღეს მის ქმედებებზე დიდად არის დამოკიდებული ქვეყანაში ტოლერანტული და სიძულვილისა და აგრესიისაგან თავისუფალი გარემოს ჩამოყალიბება.

მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი შსს-ს განცხადება, რომ მისი პოლიტიკა იქნება მკაცრი დისკრიმინაციული და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მიმართ.

შსს-მ ასევე აქცენტი გააკეთა აქციის მონაწილეების გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და დაცული უნდა იყოს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ არავინ ემუქრება მათ, რომ არ მისცემენ მშვიდობიანი გამოხატვის შესაძლებლობას, დაარბევენ, ან ჩაუშლიან დემონსტრაციას. პირიქით, ისინი ემუქრებიან სხვებს.

იმედს გამოვთქვამ, არავინ გაცდება მშიდობიანი გამოხატვის ფარგლებს და იმოქმედებს კანონისა და კონსტიტუციის ჩარჩოებში!", - წერს ლომჯარია.