დავით ჭიჭინაძის წარმატებული პოლიტიკური პრემიერა

დავით ჭიჭინაძის წარმატებული პოლიტიკური პრემიერა

დავით ჭიჭინაძის წარმატებული პოლიტიკური პრემიერა - როგორ შექმნა 19 მაისმა ახალი პოლიტიკური ძალა

 

19 მაისის არჩევნებმა ნათელყო, რომ საქართველოში ახალი პოლიტიკური კლასი შეიქნა, კლასი, რომელიც დიდი ალბათობით, ის ახალი ძალა გახდება, რომლის შესახებაც დიდი ხანია, საუბრორბენ. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? - ვიდრე ამ კითხვაზე გავცემთ პასუხს, მოდით, ჯერ მოკლე პოლიტიკური ექსკურსი გავაკეთოთ.

დავიწყოთ იმით, რომ ე.წ. ანალიტიკოსთა ნაწილი მუდმივად ორპულისანი პოლიტიკური გარემოთი აპელირებს და შესაბამისად, ამტკიცებს, რომ ქვეყანაში მთავარი მხოლოდ ორი პოლიტიკური სუბიექტია, ანუ ერთთავად მახვილის დასმა „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ხდება და დაინტერესებული პირები საზოგადოებას იმის მეინსტრიმს აძლევენ, რომ არჩევანიც სწორედ ამ ორი ძალიდან ერთ-ერთზე უნდა გაკეთდეს, თუმცა რეალობა, როგორც 19 მაისმა აჩვენა, აბსოლუტურად სხვანაირია.

მაინც, როგორია ეს რეალობა? - ამის განხილვა, ვთქვათ, ჭიათურის მაგალითზე შეგვიძლია, სადაც მერის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ჭიათურის მერობისთვის სულ 13 კანდიდატი იბრძოდა, თუმცა აქედან მთავარ კონკურენტებად „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გივი მოდებაძე, დამოუკიდებელი კანდიდატი ზურაბ კუპატაძე და ასევე, დამოუკიდებელი კანდიდატი დავით ჭუმბურიძე ითვლებოდნენ. აღსანშნავია, რომ ეს უკანასკნელი, ანუ ბატონი ჭუმბურიძე დამოუკიდებელი სიტყვიერად იყო, თორემ სინამდვილეში მას ზურგს „ევროპული საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, ასევე, „რესპუბლიკური პარტია“, დავით უსუფაშვილი და, თავად განსაჯეთ, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც უმაგრებდა. ყოველ შემთხვევაში, ჭიათურელები ამბობენ, რომ ჭუმბურიძის წარდგენას ყველა აქ ჩამოთვლილი პერსონა და პარტია ესწრებოდა.

რაც შეეხება კიდევ ერთ დამოუკიდებელ კანდიდატს, ზურაბ კუპატაძეს, მას მხარდაჭერა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ისნის რაიონის მაჟორიტარმა დავით ჭიჭინაძემ გამოუცხადა. 19 მაისის არჩევნები დავით ჭიჭინაძისთვის, რომელმაც სახალხო მოძრაობის შექმნა, დაახლოებით, ერთი თვის წინ დაანონსა, ერთგვარი რეპეტიცია იყო. კერძოდ, ჭიჭინაძემ, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც იგივე პარლამენტში პირდაპირობით გამოირჩევა და „ოცნებისა“ თუ „ნაცმოძრაობის“ მისამართით რევერანსები არ ახასიათებს, ჭიათურაში ძალები მოსინჯა - თუ მის მიერ მხარდაჭერილ მერობის კანდიდატი წარმატებას მიაღწევდა, ეს იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ ჭიჭინაძე პოლიტიკურ ავანსცენაზე ახალ პოლიტიკური ძალად მოგვევლნებოდა.

პრინციპში, ასეც მოხდა  ანუ ჭიჭინაძემ, როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა მოთამაშემ და ახალი პოლიტიკური ძალის პრეტენდენტმა პოლიტიკური პრემიერა წამრმატებით ჩაატარა: მიუხედავად იმისა, რომ მისგან მხარდაჭერილმა ჭიათურის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა 19 მაისი ვერ მოიგო, ზურაბ კუპატაძემ ქართული რეალობისთვის არნახული შედეგი აჩვენა - მეორე ადგილზე გავიდა და უკან ჩამოიტოვა„ევროპულ საქართველოსთან“, „რესპუბლიკურ პარტიასთან“, „თავისუფალ დემოკრატებთან“, დავით უსუფაშვილთან და იგივე ხათუნა ლაგაზიძესთან ასოცირებული კონკურენტი.

ეს ფაქტი კი თავისთავად პრეცენდენტულია, რადგან ქართული საარჩევნო ტრადიციით, მნიშვნელოვან შედეგს ისინი აჩვენებენ ხოლმე, რომლებიც ამა თუ იმ პარტიას წარმოადგენენ, ან მათ უკან რომელიმე პოლიტიკურრი გუნდი მოიზარება.

ჭიათურის მერის არჩევნების შედგები, სადაც დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი მეორე ადგილზე გავიდა, იმის ნათელი დემონსტრირებაა, რომ საზოგადოება პოლიტიკურ არენაზე ახალი ძალის გამოჩენის მოლოდინშია, ანუ ჭიჭინაძე უკვე გამოიკვეთა ახალ პოლიტიკურ ძალად და ამის აღიარება „ოცნებას“, „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, „თავისუფალ დემოკრატებს“, "შენების მოძრაობას" და სხვა პოლიტიკურ მოთამაშეებს აუცილებლად მოუწევთ!

სხვათა შორის, აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში „ევროპული საქართველო“ მხარს „ნაციონალების“ კანდიდატ სანდრა რულოვსს უჭერდა. მთაწმინდაზე კი „ნაციონალები“ „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ შალვა შავგულძეზე მუშაობდნენ.    

ამ კონტექსტში შესაძლოა, ვინმემ მთაწმინდის მაჟორიტარრული არჩევნები გაიხსენოს და თქვას, რომ ჭიათურა გამონაკლისი არ არის და მთაწმინდაზე მაჟორიტარობის სახელისუფლო კანდიდატს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ოპოზიციის წარმომადგენელმა. კი ბატონო, მაგრამ ამ კუთხით არსებობს ერთი სერიოზული გარემოება - შალვა შავგულიძე დამოუკიდებელი ოპოზიციონერი არ არის და მის უკან მარტო „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ კი არა, არამედ, „რესპუბლიკური პარტიაც“ იდგა, დავით უსუფაშვილიც და სხვა პოლიტიკურად გაცვეთილი სახეებიც, ანუ მთაწმინდაზეც, როგორც მაგალითად, ზუგდიდიში,, ერთმანეთის პირისპირ დღმდე არსებული ორი პოლიტიკური ორბიტა - „ოცნება“ და ოპოზიცია იდგა. აი, ჭიათურაში კი, როგორც უკვე ვთქვით, აბსოლუტურად განსხვავებული მოცემულობა იყო და ამ მოცემულობაში მნიშვნელოვანი შედეგი აჩვენა თავიდან ბოლომდე დამოუკიდებელმა ძალამ, რომელსაც პირობითად, შეგვიძლია, ჭიჭინაძის ორბიტა ვუწოდოთ.

სხვათა შორის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დავით ჭიჭინაძე სახალხო მოძრაობას უახლოეს მომავალში დააფუძნებს. მართალია, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები, მაგრამ იგივე ჭითურის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, შეგვიძლია, დავუშვათ ალბათობა, რომ ჭიჭინაძე აქცენტს ისეთ ადამიანებზე გააკეთებს, რომლებიც „ოცნებსათან“, გაერთიანებულ ოპოზიციასთან, „ევროპულ საქართველოსთან“, დავით უსუფაშვილსა და სხვა გაცვეთილ პოლიტიკურ მოთამაშეებთან არ ასოცირდებიან. ეს, პოლიტიკური თვალსაზირისით, ყველაზე კარგი გათვლა იქნება, რადგან ხალხს ე.წ. გაცვეთილი სახეების მიმართ ნდობა დაკარგული აქვს!

ასე რომ, დაველოდოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები!      

ნიკოლოზ აბულაძე